logo
ENG



ოკუპანტებმა განაცხადეს, რომ "დატოვეს" იზიუმი და სხვა დასახლებები

10 სექ 202217:28
3 წუთის საკითხავი
 

რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო ძალებმა დატოვეს ქალაქი იზიუმი და ხარკივის ოლქის რამდენიმე სხვა დასახლება. ამის შესახებ განაცხადა ე.წ. დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ინფორმაციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, დანიილ ბესონოვმა Telegram-ში.

​"დიახ, მათ დატოვეს იზიუმი, ისევე როგორც ხარკივის მიმართულებით სხვა დასახლებები. რა თქმა უნდა, ეს ცუდია. რა თქმა უნდა, ეს არის უმაღლესი სარდლობის შეცდომების შედეგი. მაგრამ არ არის საჭირო ფარული მნიშვნელობების ძიება. ეს არ არის კომპრომისზე წასვლა ან ღალატი. უბრალოდ, ჩვენ ვიბრძვით როგორც ვიცით. ​​ყველა დონეზე. სადღაც უკეთესად, სადღაც უარესად. მთავარია შეცდომების აღიარება და სწორი დასკვნების გამოტანა." - განაცხადა ბესონოვმა.

იზიუმიდან ოკუპანტების წასვლას ადასტურებენ რუსი პროპაგანდისტები ალექსანდრე კოცი და ევგენი პოდუბნი, რომლებიც საკუთარ თავს "მეომარმეთაურებს" უწოდებენ. ამ უკანასკნელის თქმით, ეს არის ბრძანების სწორი გადაწყვეტილება 'შექმნილ ვითარებაში". 

კოცმა დაადასტურა, რომ რუსებმა ბალაკლეა და კუპიანსკი დატოვეს.

"ჩვენ უკვე იზიუმში ვართ, ამ ნაბიჭვრებს თავად მოსკოვამდე გავაქცევთ." - თქვა ერთ-ერთმა ჯარისკაცმა.


close დახურვა